среда, 19 декабря 2012 г.

1.პროექტის სახელი:  ,,იქ, სადაც სდუმან პირამიდები"

2.
პროექტის მოკლე აღწერა :პროექტის მონაწილეები იკვლევენ პირამიდების წარმოშვების ისტორიასმათ 

ადგილმდებარეობას, ზომებს, არკვევენ მის თვისებებს.მოიძიებენ მასალებს პირამიდებზე 

ლიტერატურასა და ხელოვნებაში.

3.
პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები მოიძიებენ მასალებს და შეისწავლიან პირამიდებს, როგორც 

მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებას. გაარკვევენ როდის და სად აშენდა პირამიდები.გამოიკვლევენ მას

როგორც გეომეტრიულ ფიგურას.მოძიებული მასალების საფუძველზე გამოთვლიან ერთ-ერთი ცნობილი 

პირამიდის ხეოფსის ზედაპირის ფართობს და მოცულობას.შექმნიან პირამიდის მაკეტს და გამოთვლიან 

მის ზედაპირის ფართობს და მოცულობას. გამოიკვლევენ, რა ასახვა ჰპოვა პირამიდებმა ლიტერატურასა 

და ხელოვნებაში. შეაგროვებენ ფოტომასალას.მოძიებულ ინფორმაციას განათავსებენ ინტერნეტში.

4.
მონაწილეთა ასაკი/კლასები:16-18. X-XIIკლასები

5.
ვადები/ხანგრძლივობა:3 კვირა, მასწავლებლის მიერ ინდივიდუალურად შექმნილი გეგმის 

შესაბამისად.

6.
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:კვლევა, პრეზენტაცია და შემდეგ დისკუსიის გამართვა 

მოძიებულ მასალებზე,ფიგურის მაკეტის შექმნა და ზომების დადგენა, ზუსტი გამოთვლების 

ჩატარება,ბლოგის შექმნა და ნამუშევრების განთავსება.

7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: პირამიდის მაკეტი, ფოტოალბომი

ჩანახატები,ბლოგი, გაიმართება ფოტოსურათების გამოფენა.

8.
სარგებელი სხვებისთვის:გაიღრმავებენ ცოდნას პირამიდების, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი 

საოცრების შესახებ, გაეცნობიან ეპოქას, სამუშაო პირობებს და სტილს.

9.
სამუშაო ენა:ქართული

10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:

)ისტორია:გაეცნობიან ეპოქას, ადამიანთა წვლილს ხელოვნების, მეცნიერებისა და ისტორიული 

მოვლენების განვითარებაში.

)გეოგრაფია:ამ ადგილის გეოგრაფიული მდებარეობის განსაზღვრა, კლიმატის გავლენა მასზე.

ქართული ენა:ლიტერატურული ნაწარმოების ტექსტის გაგება და თვითგამოხატვა, ჩანახატის 

შექმნა,მსჯელობის უნარის განვითარება.

)მათემატიკა:ქმნის სივრცული ფიგურის მაკეტს, პოულობს მის ზომებს და და იყენებს მათ პრაქტიკული 

პრობლემის გადაჭრისას.

)ხელოვნება:ამ ადგილის ამსახველი ნახატების, კინოფილმების მოძიება და განხილვა, ფოტოგამოფენის 

მოწყობა.

)ისტ:ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება,ისტ საშუალებების მოხმარება პრეზენტაციისას. ბლოგის 

შექმნა.

11.მონაწილეები სხვა სკოლებიდან:


12.პროექტის ხელმძღვანელის სახელი: ლონდა ფცქიალაძე, ვანის რ-ნი სოფ.ზედა ვანის მათემატიკის 

მასწავლებელი 

13. პროექტის ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: londa.ptskialadze.22@gmail.com

14. პროექტის ვებ-გვერდი/ ბლოგი: ptskialadze.blogspot.com